შაბათი დღის VIP ბილეთი

Geobet პროგნოზი : 

რეალ მადრიდი - სელტა ვიგო / მეორე გუნდის კუთხურები 4.5-ზე ნაკლები 

მადრიდელებს საკუთარ კედლებში ზედიზედ 2 წაგების შემდეგ მოგება აუცილებლად სჭირდებათ და შესაბამისად ეცდებიან უპირატესობა მათ ხელში იყოს. გასათვალისწინებელია ზიდანის ფაქტორი, ფრანგი გუნდში დაბრუნდა და ვფიქრობ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალი მწვრთნელი პირველივე შეხვედრაში ძალიან მაგარ შედეგს დადებს. სელტას ყველა ვარიანტში დაცვიდან მოუწევს თამაში და მადრიდელთა საჯარიმოსთან იშვიათად თუ ვიხილავთ ბურთით, შესაბამისად, ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ვიგოელები კუთხურის ალამთან ხშირად ვიხილოთ. სახლში ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან რეალმა ვიზავის 5 კუთხური მხოლოდ 1-ხელ ჩააწოდებინა, ისიც საპატიო მოწინააღდეგე ბარსელონას, ხოლო სელტა ბოლო 5 შეხვედრაში 5 კუთხურამდე ერთ შემთხვევაში ავიდა. ვფიქრობთ სელტა ამ თამაშში ასე მოტივირებულ რეალს, რომელიც არცერთ ანგარიშზე არ გაჩერდება 5 კუთხურს ვერ მოუწვდის.

ლიდსი - შეფილდი / ბარათების რაოდენობა 3.5-ზე მეტი 

ძალიან დაძაბული შეხვედრა გველოდება ინგლისის ჩემპიონშიპში მე-2 და მე-3 ადგილოსნებს შორის. ორივე გუნდი ნამდვილ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს და დღევანდელ შეხვედრაში ერთმანეთს არ დაინდობენ. ჯერ ფინიშამდე შორია, მაგრამ ეს თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნეოვანია და საბოლოოდ შეიძლება 6 ქულიანიც გამოდგეს. ასე, რომ არანაირი ძალების დაზოგვა დღეს არ იქნება, გუნდები შეაკვდებიან ერთმანეთს და ძალიან მაგარ, დაძაბულ, ინგლისურ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. რაც შეეხება ბარათებს, ასეთ თამაშში, მითუმეტეს ჩემპიონშიპში, ბარათებზე არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. ლიდსის და შეფილდის ბოლო 5 დაპირისპირებაში ეს ტოტალი უპრობლემოდ დაიფარა, დღეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში აქვთ, შესაბამისად, 4 ბარათი ძალიან რეალური პროგნოზია. 

რუსთავი - ჩიხურა / ჩიხურას X2 

დღეს Crystalbet ეროვნული ლიგის ფსკერზე მყოფი ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს, რუსთავი ძალიან ახალგაზრდული გუნდია და განვლილ 3 თამაშში გამოცდილების არ ქონა გუნდის თამაშზე უარყოფითად აისახა. სამივე თამაშში გუნდი მეორე ნომრად ირჯებოდა და მოწინააღმდეგე გუნდს თავად დიდ საფრთხეებს ვერ უქმნიდა. რუსთავი ჩემპიონატის დაწყებამდეც მთავარ აუტსაიდერსად და გავარდნის უპირველეს ფავორიტად მოიაზრებოდა, რასაც ვერ ვიტყვით ჩიხურაზე, საჩხერელთა შემადგენლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილების და კლასის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა გუნდისთვის არადამახასიათებლად სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. ჩიხურას ცუდი შთაბეჭდილება არცერთ თამაშში არ დაუტოვებია და დროა რეზულტატიც დაიდოს. დღეს როგორც მინიმუმ გუნდმა რუსთავთან არ უნდა წააგოს.

როგორც იცით ჩვენ ვართ ჩართული ქველმოქმედებაში, თუ კი გამოიყენებთ ჩვენს პროგნოზს და მოიგებთ, თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაეხმაროთ პატარა ანდრიას ანგარიშის ნომერზე : 

თიბისი ბანკი : GE02TB7097345061100056GEL
საქართველოს ბანკი : GE81BG0000000795494800GEL
ლიბერთი ბანკი : GE19LB0711161377666000GEL

მიმღები : რიმა ნაჭყებია

ბილეთის ძიება რეიტინგი: 4.5/8
: 1571 | დამატებულია: geobetcontact
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 geobetcontact • 8:55 PM, 2019-03-16
მოგებულია  cool
avatar